Monday, October 24, 2016

nirvana

  ნირვანა (Nirvana) — ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა აბერდინში,ვაშინგტონი, კურტ კობეინის და კრისტ ნოვოსელიჩის მიერ. ჯგუფში რამდენიმე დრამერი შეიცვალა და ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მასში დეივ გროლი უკრავდა, რომელიც 1990 წელს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ ნირვანამ შვიდწლიანი არსებობისას მხოლოდ სამი სტუდიური ალბომი ჩაწერა, იგი ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ გავლენიან და მნიშვნელოვან როკ-ჯგუფად.
Image result for nirvana   ნირვანა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში სიეტლის გრანჟული სცენის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა, როდესაც დამოუკიდებელ ლეიბლ Sub Pop-ზე 1989 წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი Bleach. შემდგომში ჯგუფმა ჩამოაყალიბა ჟღერადობა, აგებული დინამიურ კონტრასტებზე, მშვიდად ნამღერ სტროფებსა და ხმამაღალ მისამღერებზე. DGC Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მას მოულოდნელი წარმატება ეწვია სიმღერით „Smells Like Teen Spirit“, პირველი სინგლით 1991 წლის Nevermind-იდან. მოულოდნელმა წარმატებამ ალტერნატიული როკის პოპულარობის მატება გამოიწვია, ხოლო ჯგუფის ლიდერ კობეინს მედიაში „თაობის წარმომადგენელს“ უწოდებდნენ. ნირვანას ამასთან, თაობა იქსის სიმბოლოდ თვლიდნენ.[1] პასუხად ამაზე, მესამე ალბომი, In Utero (1993), შეიცავდა დაუმუშავებელ, ნაკლებად მეინსტრიმულ ჟღერადობას და დააფიქრა ჯგუფის მსმენელები. მისი ასლების გაყიდულმა რაოდენობამ წინა ალბომის წარმატება ვერ გაიმეორა, მაგრამ კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა და კრიტიკოსების მიერ იქნა აღიარებული.
   ნირვანას არსებობა შეწყდა კურტ კობეინის გარდაცვალებასთან ერთად, 1994 წელს, მაგრამ მას შემდეგ გამოვიდა რამდენიმე ჩანაწერი, რომელიც შეადგინეს ნოვოსელიჩმა, გროლმა და კორტნი ლავმა, კობეინის ქვრივმა. თავისი დებიუტიდან მოყოლებული, ნირვანამ მხოლოდ აშშ-ში 25 მილიონზე მეტი, ხოლო მსოფლიოში - 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა და იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად ჯგუფად.[2][3] 2014 წელს იგი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში
ადრეული წლები ნოვოსელიჩმა და კობეინმა ერთმანეთი გაიცნეს 1985 წელს. ორივე ჯგუფის The Melvins მოყვარული იყო. ამან გარკვეული გავლენა იქონია მათ მუსიკაზე. თავდაპირველად, ჯგუფის შექმნის მცდელობას წარუმატებლობა მოჰყვა, შემდეგ კი მათ შეუერთდა აარონ ბერკჰარდი (დასარტყმელი საკრავები). სწორედ ეს იყო მომავალი ნირვანას პირველი ვერსია. მოგვიანებით კობეინმა ახსენა, რომ ჯგუფი იმყოფებოდა სხვა კოლექტივების, კერძოდ Gang of Four და Scratch Acid გავლენის ქვეშ.[4] რამდენიმე თვის შემდეგ ბერკჰარდმა დატოვა ჯგუფი. ის დროებით დეილ კროვერმა შეცვალა. ( The Melvins ) ამ შემადგენლობით ჯგუფმა რამდენიმე დემო ჩანაწერი გააკეთა და კვლავ შეიცვალა დრამერი. ახალ დრამერს დეივ ფოსტერი ერქვა.1988 წლამდე ნირვანამ ბევრი სახელი გამოიცვალა ჯგუფი შემდეგ სახელებს ატარებდა: Skid Row», Pen Cap Chew, Bliss Throad Oyster, Windowpane, და Ed Ted Fred.88 წელს კურტი და კრისტი ნირვანაზე შეჩერდნენ და ამ(ა) წლის მარტში პირველად გამოვიდნენ სცენაზე ახალი სახელით. მალე ნირვანას მუდმივი დრამერი ჩად ჩენინგი შეუერთდა. ჯგუფი უკვე მზად იყო პირველი სიმღერების ჩასაწერად.
 წარმატება
მას შემდეგ რაც ნირვნაა "საბ პოპს" ჩამოშორდა და ჯგუფის მიმართ ინტერესი გამოიჩინა ჩამწერმა სტუდიამ სახელად "სმარტ სტუდიოზ," ჯგუფის წევრებმა დაიწყეს მსხვილი ჩამწერი ლეიბლის ძიება. გადაწყვეტილებას ხელს უწყობდა ისიც, რომ ამ დროისთვის ჯგუფი კონტრაქტით ვალდებული არ იყო რომელიმე დამოუკიდებელი (ინდი) ლეიბლის დახმარებით ჩაეწერა ალბომი. კიმ გორდონის (ჯგუფი "Sonic Youth") რჩევით 1990 წელს ნირვანა გაწევრიანდა "დი ჯი სი რეკორდზსში." მალე დაიწყო ახალი ალბომის ჩაწერა, რომელსაც " Nevermind " უნდა დარქმეოდა. ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელსაც მსხვილი ლეიბლი გამოუშვებდა. მომავალი ალბომის ჩასაწერად აბერდინელ ახალგაზრდებს რამდენიმე პროდიუსერი შესთავაზეს. საბოლოოდ არჩევანი ბაჩ ვიგზე შეჩერდა. თავდაპირველად ფიქრობდნენ ალბომი ბაჩ ვიგის "მედისონ სტუდიაში" ჩაეწერათ, მაგრამ საბოლოოდ ალბომის ჩაწერა "საუნდ სიტი სტუდიოში," ლოს ანჯელესში გადაწყდა. ჩაწერის პროცესში ჯგუფი სხვადასხვაგვარ სიმღერებზე მუშაობდა. ზოგი მათგანი, მაგალითად In Bloom," ან "Breed," წლების განმავლობაში შედიოდა ჯგუფის რეპერტუარში. სხვები, ისეთები, როგორებიცაა "On a Plain" და "Stay Away," ჩაწერის დროს დაიწერა. მას შემდეგ, რაც ჩაწერა დამთავრდა, ვიგმა და ნირვანას წევრებმა დაიწყეს მუშაობა სიმღერების გაფორმებაზე. ალბომის გამოშვების დრო ახლოვდებოდა, მაგრამ სიმღერების გაფორმება ჯერ კიდევ არ იყო დამაკმაყოფილებელი. მალე "სლეიერის" გამმიქსველი ენდი უოლასი მოიწვიეს ალბომის გასამიქსად. ალბომის გამოშვების შემდეგ ჯგუფი უკმაყოფილო დარჩა იმ მსუბუქი ჟღერადობით, რაც "Nevermind" - ს გამიქსვამ მიანიჭა.https://www.youtube.com/watch?v=0x8ClF2HwB0
თავდაპირველად "დიჯისი რექორდსი" იმედოვნებდა, რომ ალბომი 250 000 - იანი ტირაჟით გაიყიდებოდა, რაც იქნებოდა იგივე რიცხვი, რაც ჩამწერმა კომპანიამ მიაღწია "Sonic Youth" - ის ალბომით Goo, მაგრამ სინგლმა "Smells Like Teen Spirit" მალე მიაღწია დიდ წარმატებას, რაშიც დიდი როლი ითამაშა მუსიკალურმა ტელეარხმა MTV, რომელიც სიმღერას ხშირად ატრიალებდა. 1991 წლის ბოლოს, ევროპაში ტურნეს დროს, ჯგუფის წევრებმა შეამჩნიეს, რომ მათ შოუებზე ძალიან ბევრი ადამიანი მიდიოდა და რომ ტელევიზიის წარმომადგენლები მუდმივად ქმნიდნენ დაძაბულობას სცენაზე. მათი სიმღერა, "Smells Like Teen Spirit", "ყველგან იყო". 1991 წლის შობაზე, აშშ-ში ალბომის 400 000 ეგზემპლარი იყიდებოდა კვირაში. 1992 წლის იანვარში კი მან მაიკლ ჯექსონის "Dangerous" შეცვალა და Billboard - ის სიის სათავეში მოექცა. " Nevermind " ლიდერობდა სხვა ქვეყნების ჩარტებშიც. საბოლოოდ ალბომის შვიდი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
   ბოლო თვეები და კურტის სიკვდილი
ნოემბერში 1993 წელს ნირვანა აკუსტიკურ კონცერტზე გამოვიდნენ ე. წ. MTV Unplugged-ზე. ჯგუფმა შეასრულა მხოლოდ ორი სინგლი, - «All Apologies» და «Come as You Are». გროლმა თქვა:"ჩვენ ვიცოდით, რომ გავაკეთებდით აკუსტიკურ ვერსიას „Teen Spirit“… ეს იქნებოდა სისულელე.". მათი სიმღერების შორის არსებობდა მცირედ ცნობილი სიმღერებიც. ერთ-ერთ კონცერტზე, კოლლეტმა ნირვანას სთხოვა, ემღერა ბისზე, მაგრამ კურტმა უარი განაცხადა. 1994 წლის დასაწყისში, ჯგუფმა გასტროლებზე წავიდა ევროპაში. კონცერტის შემდეგ, 1 მარტს მიუნხენის დარბაზში Terminal Eins, კურტს ბრონხების ანთება და მძიმე ლარინგიტი დაემართა. შემდეგი შოუ, რომელიც უნდა ყოფილიყო იმავე დარბაზში შემდეგ ღამეს, გადადეს. დილას 4 მარტს, რიმში კორტნი ლავმა ნახა კურტ კობეინი უგოგნო მდგომარეობაში, სასტუმროს ოთახში და კურტი წაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმმა პრესს-კონფერენციაზე თქვა, რომ კურტმა მიიღო გამოწერილი წამალი რეგიპნოლი და მაღალი დოზის ალკოჰოლი. ყველა კონცერტი, რომელიც დანიშნული ჰქონდა ჯგუფ ნირვანას დიდ ბრიტანეთშიც გადაიდო. ბოლო კვირეულში, კურტი უფრო გახდა დამოკიდებული ჰეროინზე. მას სთხოვეს წასულიყო რეაბილიტაციურ კლინიკაში, და ასეც გააკეთა. რამდენიმე დღის შემდეგ, მან გადაკვეთა რეაბილიტაციის საზღვარი და გაფრინდა თვითმფრინავით სიეტლში. 1994 წლის 8 აპრილს, პარაკსევს კურტ კობეინი აღმოაჩინეს მკვდარი მის სახლში, სიეტლში: ოფიციალურად ითველაბა, რომ მან თავი თოფით მოიკლა. ჯგუფი დაიშალა.

No comments:

Post a Comment