Monday, October 24, 2016

როკის ისტორია

ერთხელ მაინც თუ დაფიქრებულხართ იმაზე, თუ როგორი შავ-თეთრი და მოსაწყენი იქნებოდა ჩვენი სამყარო და ცხოვრება, რომ არა მუსიკა ... მუსიკა არის ის, რაც ალამაზებს ცხოვრებას, გეხმარება იმაში, რომ არ დაიკარგო ამ დიდ სამყაროში...  არ აქვს მნიშვნელობა, ცუდ ხასიათზე ხარ,თუ კარგზე, შენი განწყობის მუსიკას ყოველთვის იპოვნი :)
      რა თქმა უნდა  არსებობს მუსიკის უამრავი ჟანრი, მაგალითად როკი, პოპი,ტექნო, ჰაუსი, კლასიკა, ოპერა  და .შ. დაუსრულებლად .... მე, პირადად, უპირატესობას როკ-მუსიკას ვანიჭებ, იმიტომ, რომ ეს ის მუსიკაა, რომლის მოსმენისასაც  ძალიან ,ძალიან კარგად ვგრძნობ თავს :) 
ამიტომ მინდა მოგიყვეთ ცოტა ოდენი როკ-მუსიკის შესახებ...
     ეს არ იქნება ბანალური პოსტი ყველასთვის ცნობილი ინფორმაციით, ეს გაცილებით მეტი იქნება ;) .... 

Image result for rock music
    მუსიკის ისტორიაში არის ჰიტების ისტორია. როკ მუსიკაზე დაწერილი წიგნების უმეტესობა  ჰიტების ისტორია უფროა. დარწმუნებული ვარ მარქსს მოეწონებოდა ასეთი წიგნები.
  
  არსებობს უამრავი ისტორია როკ-მუსიკის წარმოშობის შესახებ.იტალიელები ბრიტანული მუსიკის ზემოქვედების ქვეშ უფრო იყვნენ, ვიდრე ამერიკული მუსიკისა.მაგალითად Eagles და Creedence Clearwater Revival ნაკლებად  ცნობილი ჯგუფები იყო ერთ დროს , მაგრამ სამაგიეროდ, Moody Blues და David Bowie -ს ყველა კარგად იცნობდა ... არსებობს ინდივიადული ისტორიები როკ-მუსკის შესახებ. ადამიანები გაიზარდნენ ისე, რომ ყველას თავისი „კერპი“, მისაბაძი მაგალითი ჰყავდა,რომლებიც მათ ეხმარებოდნენ იმაში, რომ როკს დაახლოვებოდნენ, მაგალითდLed Zeppelin  ან Doobie Brothers. ახლა კი როკ-მუსიკის ისტორია განვიხილოთ :)
     როკ მუსიკა არის პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობის ერთ–ერთი ფორმა ვოკალური მელოდიით, რომელსაც თან ახლავს გიტარა, დრამი და ბასი. ასევე როკ მუსიკის ზოგიერთი სტილი იყენებს კლავიშებიან ინსტრუმენტებსაც, როგორიცაა ორღანი, პიანინო, მელოტრონი თუ სინთეზატორები.როკ-მუსიკა — მუსიკის პოპულარული ჟანრი, რომელიც განვითარდა 1960-იანების შემდეგ, განსაკუთრებით ამერიკასა და ბრიტანეთში. მას ფესვები1940 და 1950-იანების როკ-ენ-როლიდან აქვს.გვიან 1960–იან წლებში, როკ მუსიკა შეერია ფოლკლორს და და გარდაიქმნა ფოლკ როკად, ბლუზთან შერწყმით ჩამოყალიბდა ბლუზ როკი, ჯაზთან კი – ჯაზ როკი(ჯაზისა და როკის შენადნობი, fusion) და ფსიქოდელიური როკი. 1970–იან წლებში როკმა გააერთიანა სოული, ფანქი(funk) და ლათინური მუსიკა. ასევე 1970–იან წლებში როკი განვითარდა უამრავ სუბჟანრად, როგორიცაა სოფთ როკი, მძიმე მეტალი, მძიმე როკი, პროგრესული როკი და პანკ როკი. როკის სუბჟანრები, რომლებმაც თავი იჩინეს 1980–იან წლებში, მოიცავდნენ სინტპოპს, ჰარდქოურ პანკს და ალტერნატიულ როკს. 1990–იან წლებში წარმოშობილი როკის სუბჟანრები აერთიანებდნენ გრანჯს (grunge) ბრიტანულ სლენგზე ნიშნავს ჭუჭყიანს), ბრიტპოპს, ინდი როკს და ნუ მეტალს (nu metal)    როკ მუსიკის შესახებ არ არსებობს მხოლოდ ერთი რომელიმე ისტორია, არამედ არსებობს რამდენიმე     1954 წელს ამერიკელმა მუსიკოსმა ბილი ჰეილმა შექმნა ორი პოპულარული სიმღერა, რომელთა სათაურებში იყო სიტყვები „rock“ და „roll“. ამ ორი სიტყვის გაერთიანებით ალან ფრიდმა მიიღო ტერმინი „Rock N’ Roll“.

No comments:

Post a Comment